25 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
ყოველ ჯერზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილი შემოდიოდა პოლიტიკაში, ეს ოპოზიციის ძალიან მძიმე მარცხით მთავრებოდა - ირაკლი კობახიძე

ჩვენ დავინახეთ ერთგვარი სასოწარკვეთილება ოპოზიციაში. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების დღიდან ერთი დღე არ გასულა, რომ მათ ამ ფაქტზე არ ესაუბროთ - ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებაზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მან ისაუბრა, თუ რა არის ის გამოწვევა, რომლის გამოც ბიძინა ივანიშვილმა ისევ გადაწყვიტა ჩაბმულიყო პოლიტიკურ საქმიანობაში.

„როდესაც საუბარია, ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებაზე, რა თქმა უნდა, ამ კუთხით არის უმნიშვნელოვანესი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება. ყველა მიმართულებით ბიძინა ივანიშვილს შეუძლია, განსაკუთრებული როლი შეასრულოს ჩვენი ქვეყნის შემდგომ წინსვლასა და განვითარებაში.

ჩვენ დავინახეთ ერთგვარი სასოწარკვეთილება ოპოზიციაში. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების დღიდან ერთი დღე არ გასულა, რომ მათ არ ესაუბროთ ამ ფაქტზე - ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებაზე, რაც მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენად მძიმედ მიიღეს მათ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში.

ყოველ ჯერზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილი შემოდიოდა პოლიტიკაში, ეს მთავრდებოდა ოპოზიციის ძალიან მძიმე მარცხით“, - აღნიშნა კობახიძემ.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ამის შესახებ 30 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე გახდა ცნობილი. ის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.

დღის ამბები