25 ნოემბერი 2024,   18:52
ვრცლად
არჩევნები მსოფლიოში - 2024 წელს საარჩევნო ურნასთან 65 ქვეყნის მოსახლობა მივა

არჩევნები მსოფლიოში - საარჩევნო ურნასთან 65 ქვეყნის მოსახლობა მივა. 2024 არჩევნების წელია, რომელშიც პლანეტის მოსახლეობის ნახევარზე მეტი მიიღებს მონაწილეობას. საუბარია დაახლოებით 4 მილიარდ ადამიანზე. 2024-ში ხმას მისცემს იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე - ოდესმე კაცობრიობის ისტორიაში.

დავიწყოთ ამერიკის შეერთებული შტატებით, სადაც უკვე დაიწყო წინასწარი არჩევნები ანუ პრაიმერები, რომლებზეც გადაწყდება, თუ ვინ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატებიდან და რესპუბლიკელებიდან. დიდი ალბათობით, წინა არჩევნების მსგავსად, დონალდ ტრამპი იქნება ჯო ბაიდენის კონკურენტი.

ამერიკის გარდა, არჩევნებია ევროპის კონტინენტზეც. არჩევნებია გერმანიაში, ბელგიაში, ავსტრიაში, ფინეთში, ასევე - ბრიტანეთში, რომელიც აღარ არის ევროკავშირის წევრი და უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერია.

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება რუსეთიც. კენჭისყრა მარტშია დანიშნული. ამიტომ, ახლა განსაკუთრებული მოლოდინია, რომ გაზაფხულზე ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეტევას გააძლიერებს და ფრონტის ხაზზე დაწინაურებას შეეცდება.

ეროვნული არჩევნების გარდა, 2024 წელს, არჩევნებია ევროპარლამენტშიც, ასევე უნდა აირჩიონ ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელები.

რაც შეეხება ასოცირებულ ტრიოს - საქართველოს-უკრაინასა და მოლდოვას, უკრაინაში არჩევნები არ გაიმართება, თუმცა მნიშვნელოვანი არჩევნებია ჩანიშნული საქართველოსა და მოლდოვაში.

 

ავტორი: ნათია ჩეხერია

დღის ამბები