25 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ერისთავის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით იზღუდება

წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს, 21:00 საათიდან 22 იანვრის 07:00 საათამდე, თორნიკე ერისთავის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება, - ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მერიის განცხადებით, აღნიშნულ პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიცვლება.

"ავტობუსი N308 და მიკროავტობუსები N512 და N531 გლდანიდან იმოძრავებენ მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა გასასვლელამდე და უკან;

ავტობუსი N381 და მიკროავტობუსი N431 ავჭალის დასახლებიდან იმოძრავებენ მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა გასასვლელამდე და უკან;

ავტობუსი N333 „თბილისი მოლის“ მიმართულებით, ცოტნე დადიანის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს მეტროსადგურ „სარაჯიშვილისკენ“, რის შემდეგაც დაუკავშირდება ჯორჯ ბალანჩინის ქუჩას და იმოძრავებს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას შეცვლილი განრიგით იმოძრავებს მეტრო „სარაჯიშვილისკენ“ და გურამიშვილის გამზირით დაუკავშირდება ცოტნე დადიანის ქუჩას, შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით;

ავტობუსი N386 სადგურის მოედნისკენ გადაადგილებისას, დავით გურამიშვილის გამზირიდან მოძრაობას გააგრძელებს ცოტნე დადიანის ქუჩისკენ და ფიროსმანის ქუჩით დაუკავშირდება სადგურის მოედანს. უკუმიმართულებისას ცოტნე დადიანის ქუჩით დაუკავშირდება გურამიშვილის გამზირს და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებს. მიკროავტობუსი N550 ვარკეთილის დასახლებიდან იმოძრავებს მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა გასასვლელამდე და უკან.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო," - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები