25 ნოემბერი 2024,   19:01
ვრცლად
სენაკის თეატრში "ჩიპოლინოს" პრემიერა შედგა

სენაკის თეატრში "ჩიპოლინოს" პრემიერა შედგა. სპექტაკლს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"ჩიპოლინოს თავგადასავალი" შემეცნებითი ხასიათისაა. ბავშვებს ასწავლის მეგობრობას, ერთგულებას, სიყვარულსა და განსხვავებას სიკეთესა და ბოროტებას შორის.

სპექტაკლის შემდეგ კულტურის მინისტრმა მოინახულა სენაკის დრამატულ თეატრში მოქმედი მუზეუმი, რომელიც სამინისტროს ერთ-ერთი კონკურსის ფარგლებში განახლდა - აღდგა სამუზეუმო მასალა, შეიქმნა ელექტრონული არქივი და მოეწყო საექსპოზიციო სივრცე. კონკურსი 2023 წელს პირველად ჩატარდა და მისი მიზანია სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ დრამატულ თეატრებში არსებული მუზეუმების ფუნქციონირების გაუმჯობესება და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

 

დღის ამბები