25 ნოემბერი 2024,   18:54
ვრცლად
უსამართლოა განზე გადგომა, როცა ვინმე შენთვის კვდება, საჭიროა გონივრული და სამართლიანი კანონი მობილიზაციის შესახებ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას სჭირდება "გონივრული და სამართლიანი კანონი მობილიზაციის შესახებ". 

"მობილიზაცია, უპირველეს ყოვლისა, სამართლიანობის საკითხია. სამართლიანია, ჩაანაცვლო ის, ვისთვისაც სამართლიანია დასვენება. არიან ადამიანები, რომლებიც პირველივე დღიდან ომში არიან და ფაქტი, რომ ისინი არ წუწუნებენ, არ ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს მათი ჩანაცვლების შესაძლებლობა, რათა დაისვენონ. ამიტომ საჭიროა გონივრული და სამართლიანი კანონი მობილიზაციის შესახებ. უსამართლოა განზე გადგომა, როცა ვინმე შენთვის კვდება“, - ამბობს ზელენსკი.

უკრაინის მთავრობა მობილიზაციის შესახებ ახალ კანონპროექტს პარლამენტს 6 თებერვალს წარუდგენს.

დღის ამბები