25 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
აგრესია, რომელიც კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული ჯგუფის მიერ გამოიხატება, არის არა მარტო ეკლესიის, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული - ვოლსკი

"აგრესია, რომელიც კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული ჯგუფის მიერ გამოიხატება, არის არა მარტო ეკლესიის, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული, რათა დესტაბილიზაციის სტრატეგია განვითარების შესაძლებლობა მისცეს", - ასე ეხმაურება სახელისუფლებო გუნდი ბოლო პერიოდში გაკეთებულ, ანტირელიგიურ განცხადებებს. "ქართული ოცნების" წევრების თქმით, ეკლესიაზე თავდასხმა დაუშვებელია.

„ეს არ არის ჰაერიდან მოტანილი თემა და ვითომ ანტიდასავლურია ის, რომ რაღაც ანტიკანონიკურ პრინციპებს იცავდეს "ქართული ოცნება", მმართველი გუნდი. საზოგადოების უდიდეს ნაწილს არა მარტო კანონიკური ცოდნის გამო აქვს ეკლესიის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება, არამედ განცდა იმისა, რომ ეკლესია იყო გამაერთიანებელი მაშინ, როცა ქვეყანა ინგრეოდა, მაშინ, როცა ქვეყნის წინაშე იყო გამოწვევები, როცა დახლეჩილი იყო საქართველო. მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოიტანა დიდი ისტორიული მემკვიდრეობა დღევანდელ დღემდე.

რაც შეეხება მინდიაშვილის განცხადებას, აღმოჩნდა, რომ ეს ტოლერანტობის ცენტრი საერთოდ თურმე არც არსებობს სახალხო დამცველთან. რაც შეეხება დაფინანსებას, პროგრამას ჰქვია "ერთობა და მრავალფეროვნება", პრინციპულად განსხვავდება ამ პროგრამისგან, რომელსაც USAID-ი აფინანსებს. არც ერთობა იგრძნობა მის განცხადებაში, არც მრავალფეროვნების განცხადება და პირიქით - ეს აგრესია, რომელიც კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული ჯგუფის მიერ გამოიხატება, არის არა მარტო ეკლესიის, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული, რათა დესტაბილიზაციის სტრატეგია განვითარების შესაძლებლობა მისცეს. იმავეს ვიტყოდი ბერძენიშვილზე.

რაც შეეხება სხვა ასპექტს ამ დამოკიდებულების, როდესაც ნაგავი ზემოთ ამოდის, აუცილებლად გამოჩნდება ადამიანების ჯგუფი, რომელიც ეცდება, რომ ეს ნაგავი და სიბინძურე გარკვეული მიმართულებით განავითაროს და მას ტალღის ეფექტი შესძინოს, რაც დღევანდელ საქართველოში არის წარმოუდგენელი," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

პარალელურად, განცხადებას ავრცელებს "ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი".

„ბექა მინდიაშვილი ხშირად გამოთქვამს კრიტიკას, რომელიც არის ხშირად ინსტიტუციის მიმართ კრიტიკა, თუმცა ისევ აქცენტს გავაკეთებდი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებზე. ტოლერანტობის ცენტრს გაუკეთებია არაერთი მნიშვნელოვანი საქმე ადამიანის უფლებების თანასწორობის დაცვაში. ამ ფორმით სპეკულირება, სინამდვილეში, არ იცავს მართლმადიდებელ ეკლესიას," - აცხადებს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) დირექტორი ეკა ჭითანავა.

დღის ამბები