25 ნოემბერი 2024,   18:34
ვრცლად
თუ წავალთ და რუსეთი განაგრძობს თავდასხმებს, უკრაინის განადგურებას, როგორ ფიქრობთ, რა მოხდება ბალკანეთის ქვეყნებში? პოლონეთიდან უნგრეთამდე და ორბანამდე? სერიოზულად იფიქრეთ ამაზე - ბაიდენი

ჯო ბაიდენის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა განაგრძოს, რათა უკრაინელები არ დაეცნენ. ომში უკრაინის მიტოვების შემთხვევაში მოსალოდნელ სცენარზე აშშ-ის პრეზიდენტმა აშშ-ის მერების კონფერენციაზე, თეთრ სახლში ისაუბრა.

ჯო ბაიდენმა განმარტა, რომ არაფერია შეერთებული შტატების შესაძლებლობების მიღმა.

"ჩვენ თუ წავალთ და რუსეთი განაგრძობს თავდასხმებს, უკრაინის განადგურებას, როგორ ფიქრობთ, რა მოხდება ბალკანეთის ქვეყნებში? როგორ ფიქრობთ, რა მოხდება პოლონეთიდან უნგრეთამდე და ორბანამდე? სერიოზულად იფიქრეთ ამაზე. უნდა გვახსოვდეს ვინ ვართ ჩვენ. ჩვენ ვართ ამერიკის შეერთებული შტატები. არაფერია ჩვენი შესაძლებლობების მიღმა. ყველა კრიზისიდან უფრო ძლიერები გამოვდივართ, ვიდრე მანამდე ვიყავით, რადგან ყოველთვის ერთად ვდგავართ," - განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინის დასახმარებლად დამატებით 61,4 მილიარდი დოლარის დაფინანსებას ითხოვს. დაფინანსების პროცესს რესპუბლიკელები ბლოკავენ. კონგრესში რესპუბლიკელები უარს აცხადებენ უკრაინისთვის დამატებითი დახმარების პაკეტის დამტკიცებაზე, ვიდრე არ იქნება მიღებული საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების ზომები.

დღის ამბები