იემენში, ირანის მიერ მხარდაჭერილი "ჰუსიტების" პოზიციებზე შტატებმა მორიგი იერიში განახორციელა. ამერიკის საჰაერო ძალებმა დასავლეთ იემენის ტერიტორიაზე ბალისტიკური რაკეტის გამშვები სისტემა გაანადგურა. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჰუსიტებს, ამ შემთხვევაშიც, მზადყოფნაში ჰქონდათ მოყვანილი რაკეტა, რომლის მიზანი წითელ ზღვაში კომერციულ გემზე თავდასხმა იყო.
შტატები ჰუსიტების პოზიციებს ყოველდღიურად უტევს. გუშინ მათ 4 სამხედრო ობიექტი გაანადგურეს.
ამის მიუხედავად, ექსტრემისტული ჯგუფები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ რესურსებს და წითელ ზღვაში არსებული რისკები ამ ეტაპზე არ მოხსნილა.