25 ნოემბერი 2024,   18:57
ვრცლად
არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებული ბიძა ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა - ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა არასტაბილურია

არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებული ბიძა ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა - 45 წლის მამაკაცს გულ-მკერდის მძიმე დაზიანება აქვს მიყენებული და ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

შემთხვევა კახეთში ერთ-ერთ ფერმაში მოხდა. მამიდის ქმარმა, 14 წლის გოგო გააუპატიურა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, მის კვალს მიაგნეს. შურისძიების მიზნით, ბრალდებულს სხეულზე ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია გოგონას ნათესავი.

ექიმის განცხადებით, პაციენტს ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია და, რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვის სუნთქვაზე იმყოფება. ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა არასტაბილურია.

დღის ამბები