25 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
სტალინისტებით არის გაძეძგილი საქართველოს საპატრიარქო, პატრიარქის თამადობით - დავით ბერძენიშვილი

მორიგი შეტევა ეკლესიასა და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქზე - ამჯერად, მართლმადიდებლურ ეკლესიას რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი დაუპირისპირდა. ბერძენიშვილი საპატრიარქოსა და თავად პატრიარქს სტალინისტებად მოიხსენიებს.

“მარტო მატრონასა და რუსულ პოსტსაბჭოთა პროპაგანდისტულ ნარატივს კი არ იცავენ, ისინი სტალინს იცავენ და სტალინისტები არიან. სტალინისტებით არის გაძეძგილი საქართველოს საპატრიარქო პატრიარქის თამადობით. სიახლე ხომ არ არის?!“ - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი დავით ბერძენიშვილი.

დღის ამბები