წელს ჯაზფესტივალებს მეოთხე სეზონი, ზამთრის კურორტების საერთაშორისო ფესტივალი დაემატა. მთის კურორტებიდან პირველ ჯაზფესტივალს სახელწოდებით Winter Jazz გუდაური უმასპინძლებს.
ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია ისთერნფრომოუშენსი.
ორდღიანი ფესტივალი სასტუმრო "კარპე დიემის" მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
წლევანდელ ფესტივალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 11 არტისტი სტუმრობს, რომლებიც ორი დღის განმავლობაში გუდაურის სტუმრების წინაშე წარსდგებიან.
საფესტივალო პროგრამას, რომელსაც 14.00 საათზე გახსნის Soulidan, გააგრძელებენ ლეგენდარული ჰაუს არტისტები: Kenny Bobien, Josh Milan, Kaidi Tatham, Dj Spen, Greg Gauthier, Afshin.
პირველ საფესტივალო დღეს 22.00 საათზე დაასრულებს ამერიკელი მუსიკოსი Scott Kinsey და მისი ვარსკვლავური ჯგუფი, პროექტით We speak LUNIWAZ, რომლებიც მსმენელს ჯო ზავინულის მუსიკას შესთავაზებენ.
25 თებერვალს საერთაშორისო ჯაზფესტივალს ჰაუს არტისტები დახურავენ.
ზამთრის ჯაზფესტივალის მხარდამჭერია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ოფიციალური პარტნიორი მთის ტრასების სააგენტო.