25 ნოემბერი 2024,   18:27
ვრცლად
თბილისი, ბათუმი, კახეთი და უკვე გუდაურიც - ზამთრის კურორტი ჯაზფესტივალს თებერვლის ბოლოს უმასპინძლებს

თბილისი, ბათუმი, კახეთი და უკვე გუდაურიც - ზამთრის კურორტი ჯაზის დღეებს უმასპინძლებს. "ზამთრის ჯაზი გუდაურში" - ასე ჰქვია ფესტივალს, რომელიც წელს პირველად გაიმართება. საქართველოში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 11 შემსრულებელი ჩამოვა და ზამთრის ცივ დღეებს ჯაზის ჰანგებით გააფორმებს. ორგანიზატორები სტუმრებს დაუვიწყარ ორ დღეს ჰპირდებიან.

საფესტივალო პროგრამა სოულის ჟანრის მუსიკით გაიხსნება. სოულის შემდეგ კი ფესტივალს ჰაუსის მუსიკით გრემიზე ნომინირებული ლეგენდარული 6 შემსრულებელი განაგრძობს.

ფესტივალის პირველ დღეს, ამერიკელი მუსიკოსის სკოტ კინსის ჯგუფი დაასრულებს. 

სპეციალურად Winter Jazz Gudauri-თვის მოეწყობა საფესტივალო სივრცე და განთავსდება კვების ობიექტები. ფესტივალის პოპულარიზაციაზე კი ტურიზმის ეროვნული სააგენტო აქტიურად ზრუნავს.

ფესტივალი "ზამთრის ჯაზი გუდაურში" 24 და 25 თებერვალს გაიმართება.  

 

დღის ამბები