"შავი ლომი" ფრანგული "კლერმონის" წინააღმდეგ. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაპირისპირება 3:36 სტუმრების სასარგებლოდ დასრულდა.
შეხვედრის პირველი ნახევარი "კლერმონის" უპირატესობით წარიმართა და თამაშის სურათი არც მეორე ტაიმში შეიცვალა. სტუმრებს ჩელენჯ თასი 3-ჯერ აქვთ მოგებული.
"შავმა ლომმა" სადებიუტო ჩელენჯ თასზე ასპარეზობა დაასრულა. ბოლო ტურში "შავი ლომის" მეტოქე, ფრანგული გრანდი "კლერმონი" იყო. მატჩის დაწყებამდე რაგბის კავშირის ორგანიზებით უამრავი გასართობი ღონისძიება გაიმართა, სხვადასხვა პატარა ჩელენჯებით და კონცერტით, სადაც მსოფლიო ვარსკვლავი დაიანა კინგი წარსდგა.
მატჩი, "კლერმონის" გამარჯვებით დასრულდა. ორივე ტაიმში მეტოქე უკეთესი იყო და დამსახურებულად 36:3 იმარჯვა. ქართველთაგან ერთადერთი ზუსტი საჯარიმოს ავტორი ლუკა მატკავა გახდა.
ეს მატჩი ლევან მაისაშვილისთვის, "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის რანგში, უკანასკნელი იყო. დღეიდან, როგორც ეროვნულ ნაკრებს, ასევე "შავ ლომს" რიჩარდ კოკერილი გაწვრთნის.
პრესტიჟული ევროპული ტურნირი, რომელიც "შავი ლომისთვის" ისტორიული იყო - ჯგუფურ ეტაპზე დასრულდა. 4 ტურის შემდეგ ლევან მაისაშვილის გუნდი, 1 მოგებით და 5 ქულით მეხუთე ადგილზე გავიდა.
ავტორი: შალვა ბერძენიშვილი