25 ნოემბერი 2024,   18:58
ვრცლად
9 თვე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე და პოლიტიკური პარტიების გეგმები - რა მოლოდინები აქვთ პოლიტიკურ ჯგუფებში

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფიქრობს, რომ 2024 წლის არჩევნებზე, ოპოზიცია ნებისმიერი კონფიგურაციის შემთხვევაში დამარცხდება. შალვა პაპუაშვილის თქმით, ამას ადასტურებს საზოგადოებრივი აზრის ყველა კვლევა. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. პაპუაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" რეიტინგი მზარდია.

ოპოზიციის დიდი ნაწილი ჩამოყალიბებული არ არის,  რა კონფიგურაციით წარდგებიან საბოლოოდ საპარლამენტო არჩევნებზე. მიუხედავად ამისა, "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ამომრჩეველს ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებიან და გამარჯვების იმედი აქვთ.

საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულები არიან "სტრატეგია აღმაშენებელშიც". ვაშაძის გუნდი ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ამომრჩევლის 50 პროცენტზე მეტი ოპოზიციურადაა განწყობილი, რაც მათ გამარჯვებას განაპირობებს. ასე არ ფიქრობენ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებში, სადაც კოლეგა ოპოზიციონერებს პოლიტიკური მოცემულობის გაანალიზებას ურჩევენ.

სახელისუფლებო გუნდის მორიგ გამარჯვებაში დარწმუნებულია პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველ პარტიას ყველანაირი რესურსი აქვს იმისათვის, რომ საზოგადოების მხარდამჭერთა რიცხვი კიდევ უფრო გაზარდოს.

11-ე მოწვევის პარლამენტს, საქართველოს მოსახლეობა 26 ოქტომბერს ელექტრონული წესით აირჩევს. ეს ისტორიაში პირველი არჩევნები იქნება, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება.

დღის ამბები