25 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
უკანასკნელი 1 წლის მანძილზე არ ჩატარებულა არც ერთი სოციოლოგიური კვლევა, სადაც ჩვენ არ გვქონდა 55%-ზე მეტი - ირაკლი კობახიძე

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და პოლიტიკური პარტიების გეგმები - მმართველი გუნდი მორიგ გამარჯვებაში დარწმუნებულია.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" ყველა სოციოლოგიურ კვლევაში 55%-ზე მეტი აქვს.

"უკანასკნელი 1 წლის მანძილზე, არ ჩატარებულა არც ერთი სოციოლოგიური კვლევა, სადაც ჩვენ არ გვქონდა 55%-ზე მეტი. ჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტად ის მხარდაჭერა, რომელიც არის საზოგადოებაში, ამისთვის, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ და პირველ რიგში ჩვენ უნდა წარვსდგეთ საზოგადოების წინაშე ისეთი შეთავაზებებით, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამა, თავიდან ბოლომდე აგებული იქნება იმ პრიორიტეტებზე, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან," - ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები