25 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
არასრულწლოვანი იმყოფება უსაფრთხო გარემოში და მასთან მუშაობს სააგენტოს ფსიქოლოგი - სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო კახეთში მომხდარ ფაქტზე

კახეთში მომხდარ 14 წლის გოგონას გაუპატიურების ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ განცხადება გაავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების საფუძველზე, ისინი უკვე ჩაერთნენ საქმეში. მათი ცნობით, დაზარალებული ახლა უსაფრთხო გარემოში იმყოფება და მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მომართვის საფუძველზე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მყისიერად ჩაერთო აღნიშნულ საქმეში და განახორციელა შესაბამისი მოქმედებები, მათ შორის საპროცესო წარმომადგენლობა, არასრულწლოვანი იმყოფება უსაფრთხო გარემოში და მასთან მუშაობს სააგენტოს ფსიქოლოგი. საქმეზე კვლავ გრძელდება სოციალური სამუშაო და გამოკვეთილი საჭიროებების მიხედვით შესრულდება შემდგომი ღონისძიებები ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით", - აღნიშნავენ უწყებაში.

ცნობისთვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მამიდის ქმარმა 14 წლის გოგო გააუპატიურა. მას შემდეგ რაც არა სრულწლოვანის ნათესავებმა მომხდარის შესახებ შეიტყვეს, მოძალადე კაცი ცივი იარაღით დაჭრეს. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა.

 

 

დღის ამბები