ანსამბლ "დიდგორის" სიმღერების ალბომის პრეზენტაცია. წარმოდგენილია მეგრული და აფხაზური სიმღერები.
"დიდგორი" 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. ალბომი კი კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის "ამღერებული მუზეუმის" ფარგლებში ჩაიწერა. პრეზენტაციას კულტურის მინისტრი დაესწრო.