25 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
ჩვენი სურვილი და მიზანია, გავაღრმაოთ ჩინეთთან თანამშრომლობა სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა მიმართულებით, პოტენციალი არის ძალიან დიდი - ირაკლი კობახიძე

ჩინეთში ქართული ოცნების 5-დღიანი სამუშაო ვიზიტი დასრულებულია. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტი შეაჯამა.

როგორც მან აღნიშნა, გაიმართა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები და მიზანია, ჩინეთთან სხვადასხვა დონეზე თანამშრომლობა გაღრმავდეს.

"დღეს დავასრულეთ ვიზიტი ჩინეთში, გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები მმართველი პარტიის საგარეო გუნდის ხელმძღვანელობასთან, მინისტრთან, მინისტრის მოადგილესთან, ასევე ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან, ეროვნული სახალხო კონგრესის თავმჯდომარის მოადგილესთან, ქალაქ შანხაის ხელმძღვანელობასთან. პოტენციალი არის ძალიან დიდი. ჩვენი სურვილი და მიზანია,  გავაღრმაოთ ჩინეთთან თანამშრომლობა სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა მიმართულებით. შარშან, ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას, რაც ქმნის კარგ საფუძველს, რათა გაღრმავდეს პარტნიორობა აბსოლუტურად ყველა სფეროში. მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობა, განსაკუთრებული პოტენციალი გვაქვს ეკონომიკის სფეროში, ეს პოტენციალი მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

დღის ამბები