25 ნოემბერი 2024,   18:57
ვრცლად
ეს არის საქართველოს ერთგვარი ბედისწერა - ჩვენ ვართ და ისტორიულად ვიყავით დამაკავშირებელი ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის -სოზარ სუბარი

„ის ისტერია, რაც მიმდინარეობს ჩინეთის წინააღმდეგ, არის აბსოლუტურად ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი და მტრული ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის მიმართ“, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა მედიასთან განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოსთვის ეს ორი ვიზიტი სიმბოლურიც არის და უმნიშვნელოვანესიც. 

„სიმბოლურიც არის ეს ორი უმნიშვნელოვანესი ვიზიტი.  ერთი - დასავლეთ ევროპაში, მეორე - აღმოსავლეთში, უდიდეს ეკონომიკურ სახელმწიფოში (ვიცით,  რამხელაა ჩინეთის მოსახლეობა). ეს არის საქართველოს ერთგვარი ბედისწერა. ჩვენ ვართ და ისტორიულად ვიყავით დამაკავშირებელი ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ეს არის, ის ფუნქცია, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს, თუ უნდა დღევანდელ გლობალურ სამყაროში თავისი ადგილი დაიმკვიდროს და ამ ფონზე, ის ისტერია, რაც მიმდინარეობს ჩინეთის წინააღმდეგ, არის აბსოლუტურად ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი და მტრული ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის მიმართ. ის ადამიანები ვინც ამისთვის იბრძვის, უკვე ყოველდღიურად ჩინეთის გინებაზე გადავიდნენ და აქვთ ორი ამოცანა: პირველი - ეს არის მათი პატრონების დავალება, საქართველო მიბმული ჰყავდეთ, როგორც გოშია და დამოუკიდებელი პოლიტიკა არ აწარმოოს. მეორე - პიროვნული იმიტომ, რომ მათ ყველაფერი, რაც კი საქართველოს წარმატებას უკავშირდება, მიაჩნიათ ხელისუფლების წარმატებად (სწორადაც მიაჩნიათ) და მით ნაკლებ შანსს ხედავენ თავის მომავალში. ასე რომ, ეს ორი ინტერესი ემთხვევა ერთმანეთს“, - განაცხადა სუბარმა.

 

დღის ამბები