25 ნოემბერი 2024,   18:59
ვრცლად
შვეიცარიაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დასრულდა

შვეიცარიაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დასრულდა. უკვე დაიხურა დავოსის ეკონომიკური ფორუმიც. შვეიცარიის სამთო კურორტმა 3 000 სტუმარს უმასპინძლა, მათგან 60 სახელმწიფოს ლიდერი იყო.

შუა დერეფნის პროექტის მნიშვნელობა, საქართველოს სატრანსპორტო შესაძლებლობების განვითარება, ანაკლიის პორტის და ახალი აეროპორტის მშენებლობა, ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის განვითარების დინამიკა - ამ საკითხებზე ისაუბრა ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში.

პანელურ დისკუსიებში მონაწილეობის გარდა, შედგა არაერთი მოლაპარაკება სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან, საერთაშორისო ორგანიზაციასა და უმსხვილეს ბიზნეს კომპანიებთან. პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ბოლო შეხვედრა ისრაელის პრეზიდენტთან გამართა. 

დღის ამბები