25 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
"ქართული ოცნების" დეპუტატების ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში გრძელდება - დელეგაცია შანხაის თავისუფალ ეკონომიკურ ზონას სტუმრობდა

"ქართული ოცნების" დეპუტატების ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში გრძელდება. დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, დღეს შანხაის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში იმყოფებოდა, სადაც ლი განგის კონცეფციას გაეცნო. მმართველი დელეგაციის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ინდუსტრიული ზონის საქმიანობის სპეციფიკას გასცნობოდნენ. გაიმართა შეხვედრა ინდუსტრიული ზონის ხელმძღვანელობასთან. საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობას.

"ქართული ოცნების" დეპუტატები ერთი კვირის განმავლობაში ხვდებიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მმართველი პარტიისა და მთავრობის წარმომადგენლებს, კერძო კომპანიებსა და ბიზნესსექტორს.

"ლი განგი გამორჩეულია, შანხაის ნაწილია. ძალიან სწრაფად ვითარდება და ეს არის ჩინეთის მოდერნიზაციის ერთ-ერთი სერიოზული მაგალითი, საითაც ისინი მიდიან. უამრავი საერთაშორისო ბიზნესია, აქ არის საკმაოდ განვითარებული საგანმანათლებლო სისტემა, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები მოქმედებს." - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

დღის ამბები