"შავმა ლომმა" "კლერმონთან" მატჩამდე კაპიტნის ვარჯიში გამართა. რაგბის "ჩელენჯ თასის" მეოთხე ტურში, პირველი ქართული ფრანშიზი, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს - "კლერმონს" დაუპირისპირდება.
მატჩი თბილისში ხვალ, მიხეილ მესხის არენაზე, 17:00 საათზე დაიწყება.
"შავი ლომი" 3 ტურის შემდეგ, 1 მოგებით და 2 მარცხით, ჯგუფში მეხუთე ადგილზეა. ერთადერთი გამარჯვება ქართულმა გუნდმა უელსურ "სკარლეტსთან" მოიპოვა. "ჩელენჯ თასის" პლეიოფში ჯგუფიდან 4 საუკეთესო გუნდი გავა.