25 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
გერმანიამ გაამარტივა იმ პირთა დეპორტაციის პროცედურა, რომელთაც თავშესაფრის მიღებაზე უარი ეთქვათ

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის კოალიციური მთავრობის ინიციატივით, ქვეყანაში გამარტივდა იმ პირთა დეპორტაციის პროცედურა, რომელთაც თავშესაფრის მიღებაზე უარი ეთქვათ - შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტმა უკვე მიიღო.

როგორც "დოიჩე ველე" წერს, ამით, მთავრობა ცდილობს, არალეგალურ მიგრაციასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს გაუმკლავდეს.

მიღებული დოკუმენტის თანახმად, დეპორტაციამდე დაკავების კანონიერი მაქსიმალური ვადა 10 დღიდან 28 დღემდე გახანგრძლივდა. ხელისუფლებას ექნება მეტი უფლებამოსილება, როდესაც საქმე შეეხება ჩხრეკის ჩატარებას. მაგალითად, ახალი კანონპროექტით პოლიციას უფლება ექნება, შევიდეს საერთო საცხოვრებელში და არამხოლოდ დეპორტირებული პირის ოთახში.

დღის ამბები