25 ნოემბერი 2024,   19:01
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ ოპოზიცია აგონიაში ჩააგდო - მისი მაკონსოლიდირებელი როლი მნიშვნელოვანია როგორც გუნდისთვის, ისე - საზოგადოებისთვის - შალვა პაპუაშვილი

ბიძინა ივანიშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი რჩება და იქნება კიდეც. ჩვენ ვნახეთ, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილებამ ოპოზიცია ჩააგდო აგონიაში, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

შალვა პაპუაშვილის თქმითვე, ყველა ხედავს, რომ ოპოზიციამ ერთ წამში გაზარდა თავისი რადიკალური დღის წესრიგი და თავდასხმა "ქართულ ოცნებაზე", რადგან ხვდებიან, რომ მათი საარჩევნო შანსები მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

"ბიძინა ივანიშვილის დახმარება გუნდისთვის ნაკლებად საარჩევნო კუთხით არის მნიშვნელოვანია, რადგან ისედაც ჩანდა, ოპოზიციამ თავის თავს დამართა ის, რომ მოსახლეობის ნდობა მხრივ ფაქტობრივად არც კი ეზომებათ რეიტინგი. ყველა კვლევაში ვხედავთ, თუ არ ჩავთვლით "ნაციონალურ მოძრაობას", რომელსაც თავისი სტანდარტული მხარდამჭერები ჰყავს, ყველა სხვა პარტია არც კი ჩანს ხოლმე რეიტინგებში. რაც შეეხება გუნდისთვის მნიშვნელობას, ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილის მაკონსოლიდირებელი როლი, რომელიც მას ყოველთვის ჰქონდა ჯერ კიდევ 2011 წელს, როდესაც ის პოლიტიკაში შემოვიდა, არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როგორც გუნდისთვის, ასევე საზოგადოებისთვის. დღეს "ქართულ ოცნებას" რეალურად უწევს ხოლმე რაღაც ფანტომური თემების მოგერიება ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ჩაკეტილია ორ-სამ საკითხში და ამას ვერ ცდება, რაც თავის მხრივ, ხელს უშლის ძირითად საკითხებზე კონცენტრირებას. ამიტომ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მაკონსოლიდირებელი როლი გუნდის შიგნით და ეს ეხება არა მხოლოდ შიდაპოლიტიკურ საკითხებს, არამედ საგარეო საფრთხეებს ქვეყნის მიმართ. ჩვენ ვნახეთ, რომ ძალიან რთული ორი წელი გავიარეთ, სადაც ვიყავით მუდმივი თავდასხმის ობიექტები სხვადასხვა მხრიდან. წელს იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ ქვეყანაშია არჩევნებია, მოსალოდნელია, რომ იქნება მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა, ამას ემატება უკრაინის ომის შემდეგ, ისრაელში არსებული მდგომარეობა, ვხედავთ ირანი-პაკისტანის მდგომარეობას. ჩვენ გარშემო, ფაქტობრივად, ცეცხლის რკალია და ჩვენ ვრჩებით მშვიდობის ლამის ერთადერთ ოაზისად და ამ მშვიდობის ოაზისს უნდა შენარჩუნება. ამას სჭირდება წელს განსაკუთრებული კონცენტრირება და ერთსულოვნება ჩვენი საზოგადოების“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.

დღის ამბები