25 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დღეს სრულდება - რაზე ისაუბრეს ქართველმა დელეგატებმა შანხაის ადგილობრივ ხელისუფლებასთან

საქართველოს ეკონომიკის განვითარებას მსოფლიოს მეორე ეკონომიკის ქვეყანაში მიმდინარე შეხვედრები ახალ შესაძლებლობას უხსნის.

საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დღეს სრულდება. ახალ სტრატეგიულ პარტნიორთან ახალი სივრცეებია ასათვისებელი, ამიტომ დიალოგი ჩინეთთან დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

პეკინის შემდეგ, ბოლო დღე შანხაი იყო - ჩინეთის უდიდესი ეკონომიკური ჰაბი თავისუფალი ვაჭრობის ზონით, რომელთანაც საქართველოს
პერსპექტიული თანამშრომლობა შეუძლია. დღეს შეხვედრა 30 მილიონიანი ქალაქის მუნიციპალური საბჭოს ხელმძღვანელობასთან შედგა,
თუმცა მთავარი შანხაიში მაინც ქართული და ჩინური კომპანიების დაახლოების პერსპექტივა და ინვესტიციების ხელშეწყობა იყო.

"შანხაი არის ჩინეთის ეკონომიკის გული, ეკონომიკის ძრავა. ჩინეთის ეკონომიკის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ შანხაიზე მოდის. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის საინტერესო იყო დღეს ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრა და იმ პოტენციალზე საუბარი, რომელიც შეიძლება ქართული ბიზნესებისთვის იყოს შანხაიში, მათ შორის, ექსპორტის მიმართულებით. ასევე, საუბარი იყო ქართული ღვინის ექსპორტზე და ქართული ღვინის სახლების გახსნაზე შანხაიში და ასევე, საუბარი გვქონდა საქართველოში შესაძლო ინვესტიციების განხორციელებაზე,"- განაცხადა დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დღის ამბები