25 ნოემბერი 2024,   18:52
ვრცლად
"ევროპის წამების კომიტეტის" დასკვნა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მუშაობს რეფორმების გზაზე - ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, "ევროპის წამების კომიტეტის" დასკვნა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მუშაობს რეფორმების გზაზე.

მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ადამიანების უფლებების დაცვის საკითხში, საქართველო საუკეთესო შეფასებას იღებს.

"ევროპის წამების კომიტეტის" ეს დასკვნა, რომელიც სამკურნალო დაწესებულებაში მსჯავრდადებულების მდგომარეობას ეხება, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ჩვენი ქვეყანა ნამდვილად სწორი მიმართულ,ებით მუშაობს რეფორმების გზაზე და შედეგები სახეზეა. პენიტენციური სისტემა, სადაც ადამიანები თავისუფლება შეზღუდულები არიან და აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მათი უფლებების დაცვა, ამ მიმართულებით საქართველო საუკეთესო შეფასებას იმსახურებს", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები