უკრაინულმა დრონებმა სანქტ-პეტერბურგში ნავთობის ბაზას დაარტყეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. სპეცსამსახურების წყარო აცხადებს, რომ ამიერიდან სამხედრო ობიექტები პეტერბურგში "უკრაინული ძალების ხელმისაწვდომობის ფარგლებშია." აფეთქებები მოხდა მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის მახლობლად.
დრონების შეტევის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რუსული ტელეგრამ-არხებით გავრცელდა, მოგვიანებით, თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ "აღკვეთეს კიევის რეჟიმის მცდელობა, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განეხორციელებინათ რუსეთის ფედერაციის ობიექტებზე." მოსკოვის მერმა თქვა, რომ დაშავებულები არ არიან. მომხდარის გამო, დროებით შეაჩერა მუშაობა პეტერბურგის აეროპორტმა "პულ-კოვომ."
რაც შეეხება ოკუპანტების შეტევას, გასულ ღამით, ორჯერ მიიტანეს იერიში ხარკოვის ოლქზე. დაღუპულია ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. დაზიანდა ადგილობრივი ინფრასტრუქტურა. აფეთქებები იყო ხმელენცკის ოლქშიც.