25 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
საქართველოში ბოლშევიზმი ახალი ენერგიით ცდილობს ფრთების გაშლას, არ გამოუვათ, ბოლშევიზმი არ არის ის, რაც დამახასიათებელია ჩვენი ეროვნული სულისკვეთებისთვის - ირაკლი კობახიძე ნატა ფერაძეზე

ასეთი უხეში ფორმით ბოლშევიზმი გვახსოვს საუკუნის წინანდელი პერიოდიდან და გვეგონა, რომ ეს ყველაფერი ჩაბარდა წარსულს, თუმცა ვხედავთ, რომ ახალი ენერგიით ცდილობს ბოლშევიზმი საქართველოში ფრთების გაშლას, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის განცხადებას სამების საკათედრო ტაძრის შესახებ.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ ეს არავის გამოუვა.

"ბოლშევიზმი არ არის ის, რაც დამახასიათებელია ჩვენი ეროვნული სულისკვეთებისთვის. აქედან გამომდინარე, ვერავითარი გასაქანი ამ ბოლშევიზმს ვერ ექნება. შესაბამისად, საჭიროა საზოგადოების სწორი რეაგირება ნებისმიერ ასეთ ფაქტზე," - მიიჩნევს კობახიძე.

სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ სამების საკათედრო ტაძარს კორუფციის მთავარი ტაძარი უწოდა.

დღის ამბები