25 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დიალოგში, სახელწოდებით - "დიალოგი დიპლომატიაზე დასავლეთ ბალკანეთში"

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დიალოგში, სახელწოდებით - "დიალოგი დიპლომატიაზე დასავლეთ ბალკანეთში".

მთავრობის მეთაურმა სიტყვით მიმართა დიალოგის მონაწილეებს. დიალოგის მონაწილეებმა ევროკავშირში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების დაჩქარებული ინტეგრაციის პროცესზე იმსჯელეს.

ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირის გაფართოებისა და ამ პროცესში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ ახალი ქვეყნების გაწევრიანება ევროკავშირს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად დიალოგში მონაწილეობდნენ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი ბრენდე ბორგე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდერ ვუჩიჩი, ჩრდილო მაკედონიის პრეზიდენტი სტევო პენდაროვსკი, კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ალბინ კურტი, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი, მოლდოვის პრემიერ-მინისტრი დორინ რეჩანი, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი მილოჟკო სპაჟიკი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, ავსტრიის რესპუბლიკის ევროპული და საერთაშორისო საქმეთა ფედერალური მინისტრი ალექსანდრ შალენბერგი, შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი იგნასიო კასისი, სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტანია ფაჯონი, ბოსნია და ჰერცოგოვინის ფედერაციის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ბორიანა კრიშტო და ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ესპენ ბარტ ეიდე.

პანელური დისკუსიის მოდერატორი იყო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი მირეკ დუშეკი.

დღის ამბები