25 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი რიჩარდ ნეფიუ შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდოამრეს, კანონმდებლებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, გენერალური პროკურატურის და სამოქალაქო საზოგადოების წარნმომადგენლებს.

ქართული მხარე გამართულ შეხვედრებს ნაყოფიერად მიიჩნევს და დარწმუნებულია, რომ შეერთებული შტატების დახმარებით ქვეყანა ანტიკორუფციული კუთხით კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს.

"შეხვედრის დროს ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, რეფორმებზე და იმ პროგრესზე, რაც ანტიკორუფციული სისტემის და სტრუქტურის მოსაგვარებლად გადაიდგა. გავამახვილეთ ყურადღება თუ რამდენად მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის საკითხი ყველა იმ ჩართული მხარისაგან, ვინც პოლიტიკურ პროცესებში იღებს მონაწილეობას, მათ შორის სამოქალაქო სექტორი. დადებითად შეაფასა წარმომადგენელმა საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები", - აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი.

დღის ამბები