25 ნოემბერი 2024,   18:52
ვრცლად
რას ამბობს მამუკა გამყრელიძე ოპოზიციის მხრიდან ევროინტეგრაციის საბოტაჟთან დაკავშირებით და როგორია შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

მორიგი ახალი მტკიცებულება "ქართული ოცნებისთვის" მამუკა გამყრელიძის განცხადებაა, რომელმაც ერთ-ერთ მედიაში თქვა. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ სხვადასხვა პოლიტიკოსი დასავლეთში მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. ყოფილი დიპლომატის მხრიდან საკუთარი კოლეგების ერთგვარი მხილება მმართველ პარტიაში არ გაჰკვირვებიათ.

ვინ ეწინააღმდეგებოდა ქვეყნისთვის სტატუსის მიღებას? - მამუკა გამყრელიძეს ეს დღეს არც "კურიერთან" დაუკონკრეტებია. ევროპელი დემოკრატების ლიდერმა განმარტა, რომ ინფორმაცია მან პარტნიორებისგან ბრიუსელშივე მოისმინა, უფრო კონკრეტულად კი ევროკომისიაში, სადაც შეხვედრებს თავადაც ესწრებოდა.

გამყრელიძის დასკვნამდე, იყო ხათუნა სამნიძისა და ხატია დეკანოიძის განცხადებებიც, რომლებიც ოპოზიციის საბოტაჟზე ჯერ კიდევ კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ალაპარაკდნენ. კონკრეტული ვინაობის დასახელებისგან ოპოზიციონერი დეპუტატები დღემდე თავს იკავებენ, თუმცა უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ისედაც ცნობილია, ვინ ეწეოდა ბრიუსელში სტატუსის საბოტაჟს.

ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო ქმედებებს არც გამყრელიძის განცხადების შემდეგ აღიარებენ ბრალდების ადრესატები - "ლელო" და "ნაციონალური მოძრაობა". "ევროპელი დემოკრატების" ლიდერის ნათქვამს მათ მწვავე კრიტიკით უპასუხეს და ეჭვქვეშ დააყენეს ყოფილი დიპლომატის დიპლომატიური კავშირებიც.

აღიარებითი ჩვენება, რომლითაც ოპოზიციის მორიგი ლუსტრაცია მოხდა - ასეთი შეფასებები გაკეთდა დღეს როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებაში. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ევროინტეგრაციის საბოტაჟი გრძელდება და ეს მათი ოპონენტების პოლიტიკური წარუმატებლობის შედეგია.

სტატუსის მიღების წინ მიმდინარე პროცესები დღეს საგარეო უწყების პირველმა პირმაც გაიხსენა. საქართველომ კანდიდატის სტატუსი უკვე წინა წლის დეკემბერში მიიღო და ამით კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისკენ

დღის ამბები