25 ნოემბერი 2024,   19:02
ვრცლად
ხელმოცარულები, ხანდაზმული თაღლითები - კახა კალაძე ოპოზიციაზე და პოლიტიკური შეფასებები

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალის მთავრობის სხდომიდან დღეს, ოპონენტებსაც უპასუხა და მათი მხრიდან პოლიტიკურ თავდასხმებს, სრული ისტერიკა უწოდა.

ოპოზიციის აჟიოტაჟი რომ მორიგი სპეკულაციაა, ამაზე დღეს მმართველი პარტიის სხვა წევრებმაც გააკეთეს აქცენტი. "ქართულ ოცნებაში" ოპონენტებს ახსენებენ, რომ ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამზირზე, მასშტაბური სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა წინა ხელისუფლების დროს შესრულებული ფასადური პროექტების გამო გახდა აუცილებელი.

მორიგი მასშტაბური პროექტი პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემა გახდა "ნაციონალური მოძრაობისთვის".ხაბეიშვილის გუნდმა წერეთლის გამზირზე შეგროვებული მიწა ჯერ დედაქალაქის მერიასთან მიიტანა, დღის ბოლოს კი, თავმჯდომარემ პარტიის ოფისში საგანგებო ბრიფინგიც გამართა.

"ნაციონალური მოძრაობის" პოზიციას მხოლოდ მისი პარტნიორი - "სტრატეგია აღმაშენებელი" იზიარებს და ამტკიცებს, რომ ჯერ კიდევ მიმდინარე პროექტი უხარისხოდაა შესრულებული. განსხვავებულია დანარჩენი ოპოზიციის დამოკიდებულება.

წერეთლის გამზირთან დაკავშირებით, ოპოზიციის წამოწყებული კამპანია პოლიტიკური პარტიების მორიგი წარუმატებელი პროექტია მმართველი პარტიისთვის. "ქართულ ოცნებაში" "ნაციონალურ მოძრაობას" და მასთან დაკავშირებულ პოლიტიკოსებს წარსულის დანაშაულებიც შეახსენეს.

""ხელმოცარულები" და ""ხანდაზმული თაღლითები"" უწოდა დღეს კახა კალაძემ "ნაციონალურ მოძრაობას" და პარტია "ლელოს" დამფუძნებელ ყოფილ ბანკირებს. დედაქალაქის მერის თქმით, ყველა პოლიტიკოსს საკადრის პასუხს საზოგადოება, 2024 წლის არჩევნებზე გასცემს.

წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში 4 ახალი კომპანია უკვე ჩაერთო. დედაქალაქის მერის თქმით, პროექტი დათქმულ ვადაში, 31 იანვარს დასრულდება.

დღის ამბები