დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში, გასული წლის ათ საუკეთესო ქართველ სპორტსმენთა შორის დასახელდა. უმცროსი სერჟანტი ჯონი თოფურია პარაკარატისტია, რომელიც ოთხგზის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონია.
არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს, საუკეთესო სპორტსმენები კი, შესაბამისმა ფედერაციებმა. დაჯილდოების ცერემონია, ტრადიციულად , ერთადერთი სპორტული მედია კავშირის- ჯაკოს საიუბილეო საღამოზე გაიმართა. გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებით, სერტიფიკატებით და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.