25 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
რეალური ეკონომიკური ზრდა და პროგრესი ცალსახაა, რასაც აღიარებენ რეიტინგული საერთაშორისო ორგანიზაციები - ეკონომიკის ექსპერტი მამუკა ხაზარაძეს

პროგრესი ცალსახაა, ამას აღნიშნავენ საერთაშორისო ორგანიზაციები და  რეიტინგული კომპანიები,- ასე ეხმიანება ეკონომიკური ექსპერტი სოსო არჩვაძე "ლელოს" ლიდერის განცხადებას, სადაც ხაზარაძე  "ქართული ოცნების" დამფუძნებელს მიმართავს კითხვით, "როდის დადგება მეოთხე ძალიან კარგი წელიწადი". 

ექსპერტი აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მაღალი ტემპი აქვს და ზომიერების გრძნობა არავინ უნდა დაკარგოს, განსაკუთრებით კი ციფრებთან მიმართებით. 

" ზომიერების გრძნობა არავინ უნდა დაკარგოს, განსაკუთრებით ციფრებთან და რეალობასთან მიმართებით. დღეს, საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ მდგრადი განვითარების რეჟიმშია და ევროკავშირის 27 ქვეყანასთან შედარებით, ზრდის უფრო მაღალი ტემპი გააჩნია. გასულ წერს როგორც ხელფასების რაოდენობამ, ასევე დასაქმებულთა რაოდენობამაც მოიმატა და დაახლოებით თითქმის1/4-ით გაიზარდა ეკონომიკაში დასაქმებულთა შემოსავალი. რეალურ ზრდას აქვს ადგილი და შეიძლება ითქვას,რომ პროგრესი ცალსახაა. ამას აღნიშნავენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც, რეიტინგული კომპანიებიც და ჩვენი კეთილისმოსურნე ან არც მთლად კეთილმოსურნე ქვეყნები," - აცხადებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, სოსო არჩვაძე.

დღის ამბები