25 ნოემბერი 2024,   18:28
ვრცლად
ვანო ჩხარტიშვილი: "გამჭვირვალობა საქართველო" ცრუობს - სიღნაღის სასტუმროს აუქციონზე 2007 წელს გადახდილ იქნა არა 1, არამედ 2 700 000 ლარი

ბიზნესმენი ვახო ჩხარტიშვილი სიღნაღის სასტუმროსთან დაკავშირებით "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გავრცელებუყლ რელიზს ეხმიანება. "კურიერი" ვანო ჩხარტიშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზოთ:

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" ფაქტების აშკარა და გამიზნული მანიპულაციებით, კიდევ ერთხელ სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. რელიზში ეჭვებია გამოთქმული შპს "სომგოს კომპანიის" მიმართ არსებული საინვესტიციო ვალდებულებების გადავადების თემაზე და ინტერპრეტაციებით მოსახლეობას ისეთ სურათს უხატავს, თითქოს აქ ადგილი ჰქონდეს რაიმე უკანონობას.

ეს რომ ასე არ არის, ამაზე ფაქტები მეტყველებენ:

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "სომგოს  კომპანიას" სახელმწიფომ სიღნაღში მდებარე 35 000 კვ მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცა სასტუმროს აშენების, ვენახის გაშენებისა და ადგილობრივების დასაქმების პირობით. თითქოს ეს სიმართლეა, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს აუქციონის მომწყობი კომისიის მიერ სახელმწიფო ქონებაზე - ქ.სიღნაღში, ეკა ბეჟანიშვილის 1. #26-ში მდებარე თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტის სიღნაღის ფილიალის შენობა-ნაგებობებზე, ფართით 6451.2 კვ.მ და არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების 35 000 კვ.მ მიწის ფართი - პირობით გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა შპს "სომგოს კომპანიამ" (ქონება შეძენილ იქნა 1 005 732 მლნ აშშ დოლარად, რაც დღევანდელი კურსით შეადგენს 2 700 000 ლარს (პირობა: 2 მლნ აშშ დოლარის ინვესტირება 1.5 წელიწადში) და 2007 წლის 20 სექტემბერს გამოიცა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი #1 ოქმი (ხელშეკრულება) და შედეგად საქართველოს ეკომონიკური განვითარების სამინისტროს კახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამართველოს მიერ შპს "სომგოს კომპანიაზე" 2007 წლის 06 ნოემბერს გაიცა #88 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. 2007 წლის 06 ნოემბერს გაცემული #88 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2007 წლის 08 ნოემბერს დარეგისტრირდა შპს "სომგოს კომპანიის" საკუთრების უფლება ზემოაღნიშნულ ქონებაზე. მომდევნო წლებში აღნიშნული ქონება რეიდერულად იქნა წაღებული სააკაშვილის რეჟიმის მიერ და მხოლოდ 2014 წელს აღდგა სიმართლე და ახალი ვალდებულებებით პროექტი დაუბრუნდა მესაკუთრეს. აი ესაა სიმართლე.

"გამჭვირვალობა" მიკერძოებულია და ეს აშკარად ჩანს ამ მასალიდან, რადგანაც საკუთარი არგუმენტის დასადასტურებლად მოჰყავს ერთ-ერთი პარტიული ტელევიის სიუჟეტი და იგნორირებას უკეთებს სხვა ობიექტური მედიების მიერ ამ თემაზე გაკეთებულ ვრცელ საგამოძიებო სიუჟეტსა და სტატიებს, რომელშიც დეტალურადაა წარმოჩენილი ჩვენი პოზიცია და გადავადების მიზეზები. ქურდს ქუდი ეწვისო და ამ კონტექსტში გასაგებია თუ ასე ხმაშეწყობილად რატომ აყვნენ "ნაციონალების" პარტიული ტელევიზიები სააკაშვილის რეჟიმის მიერ წართმეული და შემდეგ ჩვენს მიერ გაათმაგებული მოცულობის საინვესტიციო კეისზე გამჭვირვალობის მანიპულაციას.

გადავადების მიზეზებს რაც შეეხება, რომ არაფერი ვთქვათ კორონავირუსიის ეპიდემიისა და რუსეთ-უკარინის ომის მიერ შექმნილ ობიექტურ ხელისშემშლელ ფაქტორებზე, ყოველთვის იყო საინვესტიციო მოცულობების მნიშვნელოვანი გაზრდა და არა შემცირება. ასე მაგალითად, თუ 2014 წლის ვალდებულება შეადგენდა 2 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას და 50 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას, განხორციელებული ცვლილებებით ვალდებულებები გაიზარდა 20 მილიონ ლარამდე და სასტუმრო გახდა 100 ნომრიანი, 200 ადამიანზე გათვლილი რესტორნით.

2020 წლის 4 ივნისის მდგომარეობით სრულად იყო შესრულებული 20 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება, ხოლო 2023 წლის ნოემბრისთვის განხორციელებული იყო 50 მილიონამდე ლარის ინვესტიცია, რასაც აუდიტორული კომპანია BDO-ს დასკვნები ადასტურებს. ასევე, კანონის შესაბამისად, საინვესტიციო ვალდებულების ერთი წლით გადავადებისთვის უკვე ორჯერაა გადახდილი 23 244 ლარი.

დღეისათვის სასტუმროს მშენებლობის ძირითადი სამუშაოები დასრულების სტადიაშია და წლის ბოლომდე სიღნაღი მიიღებს უმაღლესი კლასის სასტუმროს, რომელიც დარწმუნებულები ვართ, რეგიონისა და ქვეყნის სავიზიტო ბარათი გახდება", - აცხადებს ვანო ჩხარტიშვილი. 

დღის ამბები