25 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
ლოს-ანჯელესში ემის დაჯილდოების 75-ე ცერემონია გაიმართა - დაჯილდოვდნენ საუკეთესო სატელევიზო პროდუქციის რეჟისორები, მსახიობები და ფილმები

ემის რიგით 75-ე დაჯილდოება ტრადიციულად შთამბეჭდავი, ემოციური და სახალისო ფრაგმენტებით გამორჩეული იყო. ცერემონია ღონისძიების წამყვანმა ენტონი ანდერსონმა სიმღერით გახსნა. მუსიკის დასასრულს, მსახიობს სიტყვით გამოსვლა დარბაზში მყოფმა დედამ შეაწყვეტინა, რამაც აუდიტორია გაახალისა.

დათვი, მემკვიდრეობა და დაპირისპირება - ემის წლევანდელი ჯილდოების რეკორდსმენები გახდნენ. სერიალმა "დათვმა" 6 ნომინაციაში გაიმარჯვა, დასახელდა საუკეთესო კომედიურ სერიალად, შოუში მთავარი როლის შემსრულებელი ჯერემი ალენ ვაითი და აიო ედიბირი კი კომედიურ სერიალებში საუკეთესო მსახიობებად აღიარეს. ჯილდოს გადაცემის დროს, შთამბეჭდავი აღმოჩნდა მეთი მეითსონის სიტყვით გამოსვლა, რომელიც პროფესიით შეფ-მზარეულია. მეითსონმა სარესტორნო ბიზნესზე გააკეთა აქცენტი, რაც სერიალის მთავარი ხაზია.

მოგებული ემის ჯილდოებით გამოირჩეოდა "ეიჩბიოს" 4 სეზონიანი სერიალი "მემკვიდრეობაც". ამ სერიალმაც 6 კატეგორიაში გაიმარჯვა. სერიალის სამი მსახიობი – კირან კალკინი, სარა სნუკი და მეთიუ მაქ-ფეიდენი დაჯილდოვდნენ, როგორც საუკეთესო კაცი, ქალი და საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობები დრამატულ სერიალში. შოუმ, ასევე მიიღო ჯილდო საუკეთესო სცენარისთვის.

მიღებული ჯილდოების სიმცირით არც მინისერიალი "დაპირისპირება" გამოირჩეოდა. სტივენ იანი და ალი ვონგი „საუკეთესო მსახიობებად“ აღიარეს. ელი ვონგის სიტყვით გამოსვლაც საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა.

ემოციური გამოსვლა ჰქონდა წლევანდელ ემის ცერემონიაზე კომედიურ ჟანრში საუკეთესო მსახიობი ქალის ტიტულის მფლობელს. ქვინტა ბრანსონი გახდა პირველი ფერადკანიანი ქალი, რომელსაც ემის ისტორიაში ჯილდო გადასცეს. გამორჩეული სიტყვა ჰქონდა ემის მფლობელ კიდევ ერთ მსახიობ ქალს - ნისი ნეშ ბეთის.

რაც შეეხება მუსიკალურ ინდუსტრიას, ემის ჯილდო ლეგენდარულ ელტონ ჯონს ერგო კარიერის დამაგვირგვინებელი ტურნესთვის.

წლევანდელი დაჯილდოების ცერემონია ნოსტალგიური მომენტებითაც გამოირჩეოდა. ე.წ მემორიალურ სექციაში ყველასთვის საყვარელი სერიალი "გრეის ანატომია" გაიხსენეს. სერიალის მსახიობები კვლავ გაერთიანდნენ და ახალი სეზონის დააანონსეს.

აუდიტორიისთვის ემოციური იყო, ასევე მსახიობ მეთიუ პერის გახსენებაც. ემის მთავარ სცენაზე მომღერლებმა ლეგენდარული სერიალის "მეგობრების" მთავარი საუნდრეკი იმღერეს და ამით მსახიობს პატივი მიაგეს.

ემის რიგით 75-ე დაჯილდოებას, არც მოდის კრიტიკოსების ყურადღების გარეშე ჩაუვლია. "ვოგის" მოწონება განსაკუთრებით აიო ედიბირის, ჯესიკა ჩესტენისა და კამილა მორონის კაბებმა დაიმსახურა. წითელ ხალიჩას მოდის კრიტიკოსების ანტიგმირებიც ჰყავდა.

ლოს ანჯელესში გამართული ემის 75-ე დაჯილდოება უკვე მეორე დღეა უცხოური პრესის განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანია. ცერემონია გასული წლის სექტემბერში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ჰოლივუდში მომხდარი გაფიცვის გამო, 4 თვით გადაიდო.

დღის ამბები