25 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
უკრაინის დახმარება არაა ქველმოქმედება, არამედ ჩვენსავე უსაფრთხოებაში ინვესტიციაა - იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის დახმარება არა ქველმოქმედება, არამედ უსაფრთხოებაში ინვესტიციაა.

მისი განმარტებით, პარტნიორებმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა განაგრძონ და რაღაც ეტაპზე რუსეთი მიხვდება, რომ ამ ომში ზედმეტად დიდ ფასს იხდის.

"რუსეთი ძლიერად აგრძელებს შეტევას ბევრი მიმართულებით, უკრაინის დიდმა კონტრშეტევებმა კი, არ გვაჩვენა ის შედეგი, რომელიც ყველას გაგვახარებდა. არ შეიძლება სათანადო შეფასება არ მივცეთ რუსეთს, ამასთან მჯერა, რომ არსებობს ოპტიმიზმის საფუძველიც. როდესაც ეს ომი დაიწყო, ბევრი ფიქრობდა, რომ კიევი დღეებში დაეცემოდა, ეს არ მოხდა. მოხდა პირიქით: უკრაინა ათავისუფლებს საკუთარ მიწებს, აქვს დიდი სამხედრო მიღწევები შავ ზღვაში. რაც მთავარია, უკრაინა გადარჩა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა. რუსეთი აგებს, მათ ვერ მიიღეს უკრაინაზე კონტროლი. უკრაინელ ხალხს არასდროს სჯეროდათ რუსეთის და ამიტომაც მუდამ სურდათ დასავლეთის, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი გამხდარიყვნენ, ახლა კი კარი ისე დახურეს, როგორც არასდროს. ეს რუსეთის მარცხია. უკრაინის დახმარება არაა ქველმოქმედება, არამედ ჩვენსავე უსაფრთხოებაში ინვესტიციაა. ჩვენ რაც შეგვიძლია ისაა, რომ უკრაინის დახმარება უნდა გავაგრძელოთ, რაღაც ეტაპზე კი რუსეთი მიხვდება რომ ამ ომში ზედმეტად დიდ ფასს იხდის", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, დავოსი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობს. შვეიცარიაში უკვე გაემგზავრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად. დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიებზე. ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

შვეიცარიის სამთო კურორტზე მსოფლიოს 54-ე ეკონომიკური ფორუმი 3 000 სტუმარს მასპინძლობს, რომელთაგანაც 60, სახელმწიფო ლიდერია. ფორუმზე ეკონომიკურ საკითხებთან ერთად, მსოფლიოს წინაშე მდგარ გამოწვევებს განიხილავენ.

დღის ამბები