25 ნოემბერი 2024,   18:53
ვრცლად
წარმატების ვერავითარი შანსი ვერ ექნებათ ისეთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ეკლესიასა და ჩვენს იდენტობას - ირაკლი კობახიძე

რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა მიმართულია პირდაპირ სახელმწიფოს, ეკლესიისა და იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაზეც დგას ჩვენი ქართული იდენტობა, - განაცხადა "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, წარმატების ვერავითარი შანსი ვერ ექნებათ ისეთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ეკლესიასა და იდენტობას.

"ეს არ არის ახალი. მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ადამიანების, რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა მიმართულია პირდაპირ სახელმწიფოს, ეკლესიისა და იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაზეც დგას ჩვენი ქართული იდენტობა. ეს არის მათი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ხაზი და მთავარი მიმართულება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ. ამას, პირველ რიგში, ქართული საზოგადოება უნდა დაუპირისპირდეს და აუცილებლად დაუპირისპირდება. მორიგი განაჩენი დადგება ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. წარმატების ვერავითარი შანსი ვერ ექნებათ ისეთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ეკლესიასა და ჩვენს იდენტობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

დღის ამბები