25 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
ყველა ხედავთ, რომ ჩინეთის ეკონომიკა ძლიერად ვითარდება - ჩინეთის ბაზრის არჩევა არის შესაძლებლობა, რომელიც მსოფლიოში ბევრ ქვეყანას კარს უხსნის - ჩინეთის პრემიერი

ჩინეთის პრემიერ-მინისტრის, ლი ციანის განცხადებით, მსოფლიო ნდობის აღსადგენად, მშვიდობა და სტაბილურობაა საჭირო.

ციანის განმარტებით, ჩინეთი არის ქვეყანა, რომელსაც მსოფლიო ლიდერები უნდა ენდონ. მისი თქმით, ჩინეთის ბაზრის არჩევა არაა რისკი, ეს არის შესაძლებლობა, რომელიც მსოფლიოში ბევრ ქვეყანას კარს უღებს.

"სხვადასხვა ობიექტური და სუბიექტური მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ განიცდის მსოფლიო ნდობის ნაკლებობას. როდესაც მხარეები ერთმანეთს გულწრფელად ესაუბრებიან, ამას მეტი შედეგი მოაქვს. დღეს ჩვენ სწორედ ნდობის აღდგენაზე ვმსჯელობთ. მშვიდობა და სტაბილურობაა ის, რითაც ამ გამოწვევებს უნდა ვუპასუხოთ. ნდობის აღსადგენად, ჩვენ გვაქვს 5 შეთავაზება: მაკროეკონომიკური კოორდინაცია გაძლიერება, საერთაშორისო ინდუსტრიული სპეციალიზების გაძლიერება, საერთაშორისო თანამშრომლობა ტექნოლოგიური თვალსაზრისით - ჯანსაღი კონკურენციის შენარჩუნებით, თანამშრომლობა მწვანე ენერგიის განვითარებისთვის კლიმატური ცვლილებების კონტექსტში და ჩრდილოეთისა და სამხრეთის თანამშრომლობა ინკლუზიური ეკონომიკისთვის. თქვენ ყველა ადევნებთ თვალს ჩინეთის ეკონომიკას და ხედავთ, რომ იგი ძლიერად ვითარდება. ჩინეთი არის ქვეყანა, რომელსაც უნდა ენდოთ. ჩინეთის ბაზრის არჩევა არაა რისკი, ეს არის შესაძლებლობა, რომელიც მსოფლიოში ბევრ ქვეყანას კარს უღებს", - აღნიშნა ლი ციანმა.

დღის ამბები