25 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი სამყაროს წინსვლაზე, შესაძლებლობების უფრო ხელმისაწვდომობასა და უსაფრთხოებაზე - კლაუს შვაბი

დავოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლის, კლაუს შვაბის განცხადებით, მთავრობები, ბიზნესი და საზოგადოება პასუხისმგებლები არიან სამყაროს წინსვლაზე, შესაძლებლობების უფრო ხელმისაწვდომობასა და უსაფრთხოებაზე.

"ნდობა არის არა მხოლოდ გრძნობა, ნდობა არის ვალდებულებები, იმოქმედო, გჯეროდეს და იმედი გქონდეს. მოქმედება არის ნდობა უკეთესი მომავლისთვის. ეს ნარატივი არ არის მხოლოდ მოკლევადიანი ინდივიდუალური წარმატებისთვის, ეს არის ერთად დგომა, ჩვენი სამყაროს დაცვისა და გაძლიერებისთვის, მიმდინარე და მომავალი თაობებისთვის. ეს არის გაგება, რომ დღევანდელი ჩვენი ქმედებები გამოიღებს შედეგებს ხვალ. ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი სამყაროს წინსვლაზე, შესაძლებლობების უფრო ხელმისაწვდომობასა და უსაფრთხოებაზე. მთავრობის, ბიზნესისა და საზოგადოების ლიდერებს აქვთ ცალკეული პასუხისმგებლობები, რომ აღადგინონ ნდობა. მთავარი ჩვენი პროგრამა არის ხელშესახები ინიციატივები, ეს არის სამუშო პროგრამები, მთავრობა, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანება. შეჯამებისას, ნდობა არის ფუნდამენტური საყრდენი, ჩვენი სოციალური ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების. ეს არის კორპორაციული გამბედაობა, ინსტიტუტების ეფექტიანი და სრულყოფილი მოქმედებისთვის", - განაცხადა კლაუს შვაბმა.

ჩინეთის პრემიერ-მინისტრის, ლი ციანის განცხადებით, მსოფლიო ნდობის აღსადგენად, მშვიდობა და სტაბილურობაა საჭირო.

"სხვადასხვა ობიექტური და სუბიექტური მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ განიცდის მსოფლიო ნდობის ნაკლებობას. როდესაც მხარეები ერთმანეთს გულწრფელად ესაუბრებიან, ამას მეტი შედეგი მოაქვს. დღეს ჩვენ სწორედ ნდობის აღდგენაზე ვმსჯელობთ. მშვიდობა და სტაბილურობაა ის, რითაც ამ გამოწვევებს უნდა ვუპასუხოთ. ნდობის აღსადგენად, ჩვენ გვაქვს 5 შეთავაზება: მაკროეკონომიკური კოორდინაცია გაძლიერება, საერთაშორისო ინდუსტრიული სპეციალიზების გაძლიერება, საერთაშორისო თანამშრომლობა ტექნოლოგიური თვალსაზრისით - ჯანსაღი კონკურენციის შენარჩუნებით, თანამშრომლობა მწვანე ენერგიის განვითარებისთვის კლიმატური ცვლილებების კონტექსტში და ჩრდილოეთისა და სამხრეთის თანამშრომლობა ინკლუზიური ეკონომიკისთვის. თქვენ ყველა ადევნებთ თვალს ჩინეთის ეკონომიკას და ხედავთ, რომ იგი ძლიერად ვითარდება. ჩინეთი არის ქვეყანა, რომელსაც უნდა ენდოთ. ჩინეთის ბაზრის არჩევა არაა რისკი, ეს არის შესაძლებლობა, რომელიც მსოფლიოში ბევრ ქვეყანას კარს უღებს", - აღნიშნა ლი ციანმა.

დავოსი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობს. შვეიცარიაში უკვე გაემგზავრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად. დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიებზე. ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

შვეიცარიის სამთო კურორტზე მსოფლიოს 54-ე ეკონომიკური ფორუმი 3 ათას სტუმარს მასპინძლობს, რომელთაგანაც 60, სახელმწიფო ლიდერია. ფორუმზე ეკონომიკურ საკითხებთან ერთად, მსოფლიოს წინაშე მდგარ გამოწვევებს განიხილავენ.

დღის ამბები