25 ნოემბერი 2024,   20:44
ვრცლად
გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი საქართველოში შეხვედრებს დღეს დაიწყებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში, საქართველოში შეხვედრებს დღეს დაიწყებს. ოფიციალური ინფორმაციით, რიჩარდ ნეფიუ ხელისუფლების, ანტიკორუფციული ინსტიტუტების, საგამოძიებო ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება და ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გამოწვევებს განიხილავს.

რიჩარდ ნეფიუს საქართველოში ვიზიტს მმართველ გუნდში ეხმაურებიან. უმრავლესობის წარმომადგენლების თქმით, ეს ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა ანტიკორუფციული მიმართულებით დადებითი შედეგების წარმოსაჩენად.

"ამ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, შეერთებულ შტატებთან თუ ნებისმიერ სხვა პარტნიორ სახელმწიფოსთან, თანამშრომლობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, რომ, ფაქტებზე დაფუძნებით, ისაუბროს იმ წარმატებების შესახებ, რომლებიც არსებობს. საქართველოს, ამ მიმართულებით, შთამბეჭდავი რეზულტატები აქვს", - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები