25 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
თითოეულ რუსულ რაკეტას ათობით კომპონენტი აქვს, რომლებიც შექმნილია სხვა ქვეყნების, მათ შორის ევროპის კომპანიების მიერ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსული რაკეტების წარმოება და რუსული თავდაცვის ინდუსტრიის მუშაობა ეფუძნება მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან ბუნდოვან კავშირებს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვეიცარიის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ, ასეთი ელექტრონული კომპონენტების გარეშე, რუსული ტერორი გაცილებით ნაკლები იქნებოდა, რაკეტების უფრო რთული წარმოების გამო.

ზელენსკის თქმით, ექსპორტის ასეთ განსაკუთრებულ სახეობაზე კონტროლს დიდი მნიშვნელობა აქვს. მან მოუწოდა შვეიცარიას, აქტიურად იმუშაოს ყველა პარტნიორთან, რათა ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე და დაბლოკოს მისი ტერორისტული პოტენციალი.

"უკრაინას შვეიცარიის მხარდაჭერის იმედი აქვს, რათა დაბლოკოს სანქციების გვერდის ავლის ყველა სქემა. ამჟამად ჩვენ ვხედავთ რუსულ რაკეტებს, რომლებიც ატერორებენ ჩვენს ქალაქებს, სხვა იარაღს, რომელსაც ისინი იყენებენ და მათი სამხედრო მრეწველობის მუშაობა ეფუძნება მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან ჩრდილოვან კავშირებს. თითოეულ რუსულ რაკეტას ათობით კომპონენტი აქვს, რომლებიც შექმნილია სხვა ქვეყნების, მათ შორის ევროპის კომპანიების მიერ", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

დღის ამბები