25 ნოემბერი 2024,   18:25
ვრცლად
ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა 26 თებერვალს გაგრძელდება, სადაც პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული დუმილს დაარღვევს

ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა 26 თებერვალს გაგრძელდება, სადაც მხარეები დასკვნით სიტყვას წარადგენენ. დუმილს დაარღვევს თავად გრიგორიადისი.

მას გამოძიება 7-8 მარტის აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმას და სხვისი ქონების განადგურებას ედავება.

დღევანდელი სხდომა ხანმოკლე იყო, გრიგორიადისის ადვოკატებმა უარი თქვეს დაეკითხათ დაცვის მხარის სამი მოწმე და ითხოვეს მომდევნო პროცესი შემაჯამებელ სიტყვებს დაეთმოს. დაკავებულის ოჯახი და ადვოკატი ამბობენ, რომ განაჩენის გამოცხადებისთანავე სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართავენ.

დღის ამბები