25 ნოემბერი 2024,   19:02
ვრცლად
მელია იქნება, ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე, "ლელო" თუ გვარამია, ეს ყველა ერთად "ნაციონალური მოძრაობაა" - ირაკლი ქადაგიშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე ადასტურებს, რომ ნიკა მელიასთან  და ნიკა გვარამიასთან კონსულტაციები ჰქონდა.

დეკანოიძის განცხადებას აფასებენ მმართველ გუნდში. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განაცხადებით, ოპოზიციაში ახალი კონფიგურაციების ჩამოყალიბების მცდელობა რაიმე სიახლე არ არის.

"მელია იქნება, ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე, "ლელო", თუ გვარამია, ეს ყველა ერთად "ნაციონალური მოძრაობაა". ადრე ერთი მთლიანობა იყო, დღეს ესენი დაიშალნენ და ახლა ცდილობენ, ამ დაშლილისგან რაღაც ნაწილი შეკოწიწდეს. ეს ყველაფერი რა კონფიგურაციითაც არ უნდა შეიკრიბოს, ძირითადად გათვლა იმ ამომრჩეველზე აქვთ, რომელიც "ნაცმოძრაობის" ამომრჩეველი იყო", – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები