25 ნოემბერი 2024,   18:50
ვრცლად
ნებისმიერ მსგავს ვიზიტს მივესალმებით - გივი მიქანაძე რიჩარდ ნეფიუს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორის გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში, რიჩარდ ნეფიუს საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა.

მიქანაძის განცხადებით, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნიდან, ასეთი მაღალი რანგის პირების ვიზიტს მიესალმება.

"საქართველოს უკავია პოზიცია, რომელიც წლიდან წლამდე უმჯობესდება. საქართველოს დღეს რა პოზიციაც უკავია, მოწინავეა ყველა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანასთან მიმართებაში, ისევე როგორც, "ნატოსა" და ევროკავშირის რამდენიმე წევრ სახელმწიფოსთან მიმართებაში, თუმცა, როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკულ დონეზე, ვაგრძელებთ ამ მიმართულებით საქმიანობას. ამიტომ ნებისმიერი მსგავსი ვიზიტი, განსაკუთრებით, თუ ეს ვიზიტი არის იმ ქვეყნიდან, რომელიც ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორია და ჩამოდის მაღალი ოფიციალური წარმომადგენელი, მივესალმებით ჩვენი მეგობრების ჩართულობას ამ პროცესებში. მზად ვართ, ნებისმიერი საკითხი მიმოვიხილოთ მათთან ერთად. რა თქმა უნდა, იქნება გარკვეული მიმართულებებისა და გამოცდილების გაზიარებაც. მზად ვართ, მსგავსი შეხვედრებისთვის, ასეთ შეხვედრებს ჩვენ მხოლოდ პოზიტიურად ვაფასებთ", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

დღის ამბები