ბრაზილიაში, ძლიერი წვიმის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა
15-01-2024 15:16
ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს შტატში, ძლიერი წვიმის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა. სტიქიის შედეგად, დაიტბორა ქუჩები და დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მთავრობა ხალხს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.