25 ნოემბერი 2024,   19:03
ვრცლად
ცვლილებები, სიახლეები და წესები, რომლებიც ახალი წლიდან შევიდა ძალაში

ცვლილებები, სიახლეები და წესები, რომლებიც ახალი წლიდან შევიდა ძალაში, - პირველი იანვრიდან ამოქმედდა კანონი, რომლის მიხედვითაც ზამთრის სეზონზე, სამი თვის განმავლობაში, კონკრეტულ მონაკვეთებზე სავალდებულოა შესაბამისი საბურავების მქონე მანქანებით გადაადგილება.

აუცილებელია, რომ საბურავზე დატანილი იყოს სიმბოლო − ფიფქი, მისი დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელი და შესაძლებელი უნდა იყოს დამზადების თარიღის წაკითხვა. მძღოლს, რომელიც დაარღვევს ამ წესს, პოლიცია დააჯარიმებს 100 ლარით და ჩამოაკლებს მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულიდან 5-ს.

ახალი წლიდან აიკრძალა საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტიც. გადაწყვეტილება არ ეხება ქვეყანაში უკვე არსებულ ავტომობილებს და ასევე - რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნით შემოსულ ავტომანქანებს. გამონაკლისი დაიშვა ამ ასაკის მხოლოდ იმ ავტომობილებზე, რომლებიც 2023 წლის პირველ დეკემბრამდე ჩაიტვირთა კონტეინერზე, თუმცა 1-ელ იანვრამდე ქვეყანაში ჩამოსვლა ვერ მოასწრო.

დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში, დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანების გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდება. ანუ თბილისში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე, დიდი გაბარიტების მქონე მანქანები, კონკრეტული შეზღუდვით იმოძრავებენ. დარღვევით მოძრაობაზე ჯარიმები პირველი იანვრიდან გამკაცრდა. დამრღვევი 1000 ლარს გადაიხდის.

პირველი იანვრიდან გაიზარდა პენსია. 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია 50 ლარით გაიზარდა, 70 წლამდე პირთა პენსია - 20 ლარით. ასევე, გაიზარდა საჯარო მოხელეთა, პედაგოგთა და ჯარისკაცთა ხელფასები. ანაზღაურება იზრდება 10%-ით.

ასევე, ყველა იმ ადამიანს, ვისაც სახელმწიფო, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს გარკვეული ლიმიტების ფარგლებში უფინანსებდა, 2024 წლიდან, სრულად, მთელი წლის კურსს დაუფინანსებს.

 

დღის ამბები