25 ნოემბერი 2024,   18:59
ვრცლად
საბერძნეთში ქურდობის ბრალდებით 7 ქართველი დააკავეს - მათგან ერთი ინტერპოლით ძებნილია

საბერძნეთის პოლიციამ, ქურდობის ბრალდებით, 7 ქართველი დააკავა, მათ შორის, ერთი ინტერპოლით ძებნილია, - ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულები ავსტრალიის არქიეპისკოპოსის ბინის ქურდობისთვის აიყვანეს. თუმცა, ეს ერთადერთი საქმე არ არის, რომელშიც ქართველები ფიგურირებენ.

ასევე მედიის ცნობით, კრიმინალურმა დაჯგუფებამ 35-ჯერ გაძარცვა სახლები და საწყობები, მათ შორის - პროკურორის სახლიც. წაღებულია, სულ მცირე, 200 ათასი ევრო.

ბერძნული მედიის ცნობით, 7 დაკავებულს შორის ერთ-ერთი ე.წ. კანონიერი ქურდი იყო, რომელსაც, ბოლო 7 წლის განმავლობაში, კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ინტერპოლი) ეძებდა. მათივე ცნობით, დაჯგუფებამ საქმიანობა გასული წლის ოქტომბერში დაიწყო.

დღის ამბები