უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანა გააგრძელებს პარტნიორებთან მუშაობას, რათა უსაფრთხოების უზრუნველყოფას მიაღწიოს. ზელენსკი გაერთიანებულ სამეფოსთან დადებულ შეთანხმებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
"უსაფრთხოების შესახებ უკრაინა-დიდი ბრიტანეთის შეთანხმება გვაძლევს თავდაჯერებულობას, რადგან ჩვენ ვიცავთ თავს რუსული აგრესიისგან. ის საფუძველს უყრის უსაფრთხოების მყარ პოზიციებს, ვიდრე უკრაინა ნატოში გაწევრიანდება. დიდი ბრიტანეთი არის პირველი ქვეყანა, რომელთანაც უსაფრთხოების საკითხზე ასეთ შეთანხმებას მივაღწიეთ. ჩვენი უსაფრთხოების განვითარების უზრუნველსაყოფად, გავაგრძელებთ მუშაობას სხვა პარტნიორებთან. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვაძლიერებთ უკრაინას“, - აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.