კოლუმბიაში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა. არიან დაშავებულებიც. CNN-ის ინფორმაციით, შემთხვევა პროვინცია ჩოკოში მოხდა. სტიქიას წინ უძღოდა ძლიერი წვიმა.
შეგახსენებთ, რომ მეწყერმა 12 იანვარს დიდი ზიანი მიაყენა ჩრდილო-დასავლეთ კოლუმბიას. ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.